ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი
| |
შედეგების ინდექსი
|
სტანდარტის შედეგები
|
ის.ტექნ.დაწყ.1.
|
მოსწავლე უნდა იცავდეს სოციალურ, ეთიკურ და უსაფრთხოების ნორმებს ისტ-ის გამოყენების დროს
|
მოსწავლე:
| |
Ø ციფრული ინფორმაციის გამოყენებისას ესმის პლაგიატის მნიშვნელობა;
| |
Ø ქსელურ გარემოში ავლენს პოზიტიურ სოციალურ უნარ-ჩვევებს;
| |
Ø მონაწილეობს ციფრული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების
| |
სასკოლო/საკლასო წესების შემუშავებაში და იცავს მათ ქსელისა და
| |
ციფრული საშუალებების გამოყენებისას;
| |
Ø მსჯელობს ისტ-ის გამოყენების როგორც დადებით, ისე უარყოფით
| |
მხარეებზე ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
| |
ის.ტექნ.დაწყ.2.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება
|
მოსწავლე:
| |
Ø ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის
| |
უსაფრთხოების ნორმებს;
| |
Ø უსაფრთხოდ და სწორად იყენებს ინფორმაციის შესანახ მოწყობილობებს
| |
(მყარი დისკი, CD, DVD, Blue-Ray, ფლეშ მეხსიერება, მეხსიერების ბარათი)
| |
და მათი მიერთების ან/და ჩადების ადგილებს;
| |
Ø ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და
| |
მათ ფუნქციებს;
| |
Ø ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის
| |
ღილაკებს;
| |
Ø ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას და საუბრობს მათ
| |
დანიშნულებაზე;
| |
Ø ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით,
| |
ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით.
| |
გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
| |
Ø აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის
| |
(მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი)
| |
დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ ზოგიერთ
| |
ძირითად ფუნქციას (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა,
| |
ფორმატირება);
| |
Ø გაიაზრებს ჰიპერტექსტური დოკუმენტის დანიშნულებას და იყენებს მას;
|
Ø მუშაობის პროცესში საჭიროებისამებრ ინახავს ციფრულ მასალას
| |
პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებით;
| |
Ø ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით,
| |
მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.
| |
ის.ტექნ.დაწყ.3.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
|
მოსწავლე:
| |
Ø იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის
| |
ორგანიზებისას;
| |
Ø ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს
| |
და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
| |
Ø ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო
| |
სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი
| |
კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
| |
Ø მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს,
| |
მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.
| |
ის.ტექნ.დაწყ.4.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას
|
მოსწავლე:
| |
Ø აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად
| |
შეარჩევს მათ ახალი პროდუქტის შექმნისას;
| |
Ø იყენებს ისტ-ს კანონზომიერების აღმოჩენისას და კანონზომიერების
| |
შექმნისას (მაგ.,: რიცხვითი მიმდევრობა, ფიგურების განლაგება);
| |
Ø მიზნებისა და აუდიტორიის თავისებურებების გათვალისწინებით,
| |
ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების
| |
წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
| |
Ø გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და
| |
საკითხავ მასალას შორის;
| |
Ø ახდენს ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან
| |
კომბინირებას;
| |
Ø ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს
| |
ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.
| |
ის.ტექნ.დაწყ.5.
|
მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და
გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის
|
მოსწავლე:
| |
Ø იყენებს ისტ-ს სასკოლო საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ ციფრული
| |
ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი
| |
ხარისხის გასაუმჯობესებლად;
| |
Ø იცავს საკომუნიკაციო საშუალებების კორექტულად გამოყენების წესებს
| |
(მაგალითად: იცავს ქსელის უსაფრთხოების წესებს, პირადი ხასიათის
| |
ინფორმაციის ხელშეუხებლობის ნორმებს, ციფრული რესურსების
| |
მისაწვდომობის ნორმებს).
|
Комментариев нет:
Отправить комментарий