სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა


სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა



თემატურ კალენდარული გეგმა ისტ-ში
V კლასი
სსიპ ქალაქ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის N112 საჯარო სკოლა
პედაგოგი: ნანი წულუკიძე    
2017-2018 სასწავლო წელი
                                                                              I სემესტრი

გაკვეთილის თემატიკა
მიზანი
აქტივობები  და  მეთოდები
მოსალოდნელი შედეგი
რესურსები
შეფასება
1.1 ჩვენ და კომპიუტერი
გამოთვალითი ტექნიკის განვითარების ისტორიის მიმოხილვა, ფუნდამეტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილისა და როლის გააზრება.
მასწავლებელი მოსწავლებს სთხოვს, გამოთქვან აზრი კომპიუტერის დანიშნულებაზე და მის გამოყენების სფეროებზე. მოსწავლეების  პასუხებს  აფიქსირებს  დაფაზე   ასოციაციის  რუკაზე.

გამოთვალითი ტექნიკის განვითარების ისტორიის მიმოხილვა, ფუნდამეტურ მეცნიერებათა შორის ინფორმატიკის ადგილისა და როლის გააზრება.

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს   პრეზენტაციას  და აცნობს კომპიუტერის
შემადგენელი მოწყობილობებს.



ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
1.2 როგორ მუშაობს კომპიუტერი
კომპიუტერის დამიშნულებისა და მისი მუშაობის პრინციპების გააზრება. კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავება,

კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა.
პროექტორით აჩვენებს ღილაკებს რის საშულებითაც  გამოვრთავთ და ჩავრთავთ კომპიუტერს

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს  და აცნობს სისტემურ ბლოკში რა ნაწილებია მოთავსებული და თითოულს რა დანიშნულება აქვს. 


ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
განმსაზღვრელი, განმავითარებელი
1.3 ოპერაციული სისტემა Windows XP
კომპიუტერის უზრუნველყოფის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნა, ოპერაციული სისტემის დანიშნულების გააზრება.


მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ოპერაციული სისტემის დანიშნულებას.

მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს   პრეზენტაციას.



გვ.26 ვუპასუხოთ კითხვებს და შევასრულოთ დავალება.
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
1.4 Windows XP-ის გამოყენებითი პროგრამები
Windows XP-ის გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი მიმოხილვა. Wordpad ტექსტური რედაქტორის შესწავლა. ტექსტზე მუშაობა. კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევების გამომუშავება.
პირველ  გაკვეთილზე - მასწავლებელი საუბრობს გამოყენებითი პროგრამების დანიშნულებაზე. მოჰყავს მაგალითები ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენების შესახებ. მასწავლებელი აჩვენებს მოსწალვეებს, როგორ ხდება პროგრამების გახსნა start მენიუდან. ყურადღებას ამახვილებს გამოყნებითი პროგრამების ინტერფეისზე, პროგრამის ფანჯრის ელემენტებზე. მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით ხსნიან ტექსტებზე სამუშაო პროგრამა WordPad-ს და ეცნობიან მას.

2 და 3 გაკვეთილზე მოსწავლეები პროგრამა WordPad-ში ტექსტის აკრეფაზე მუშაობენ. მასწალვებელი აცნობს მათ ტექსტის აკრეფის ზოგად წესებს. ქართულ ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა აუხსნას ბავშვებს, როგორ ვკრეფთ ასოებს ჭ,ღ,თ,შ,ჟ,ჩ,ძ Shift კლავიშის გამოყენებით. სასურველია, მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, მოიფიქრონ ისეთი ქართული სიტყვები, რომლებშიც ეს ასოები გამოიყენება და მოსწავლის მიერ დასახელებული სიტყვები ჩამოწეროს დაფაზე. დაფაზე ჩამოწერილი სიტყვები მოსწავლეებმა დოკუმნეტში უნდა შიეტანონ. ასოების ამოშლა/ჩამატებას, მონიშვნებს, Enter კლავიშის გამოყენებას ამ სიტყვების დახმარებით ვასწავლით. მომდევნო პრაქტიკული დავალება ქართულ და ინგლისურ ტექსტებზე მუშაობაა. ამისთვის მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები, ასევე სასურველია გამოიყენოს მე-5 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურისა და ინგლისური ენის სახელმძღვანელოებიდან შერჩეული მასალა. მოსწავლემ თავისი ნამუშევარი სახელძღვანელოში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად უნდა შეინახოს.
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
განმსაზღვრელი, განმავითარებელი

1.5  როგორ იმახსოვრებს კომპიუტერი ინფორმაციას
სიმბოლოთა წარმოდგენა ციფრულ მოწყობილობაში. მეხსიერების საზომი ერთეულები, მეხსიერების ორგანიზება, მყარი დისკი და მისი ნაწილების  გაცნობა.
მასწავლებელი მოსწავლებს სთხოვს, გაიხსენონ  რა არის  მყარი  დისკი.

 მასწავლებელი პროექტორის საშუალებით აჩვენებს მოსწავლეებს ვიდეოს  და აცნობს მყარ  დისკსა  და  მის  ნაწილებს. როგორ  მუშაობს  მყარი  დისკი.


მასწავლებელი  მოსწავლეებს  სთავაზობს  ინტერაქტიულ  თამაშს:
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2.   მოსწავლეს შეუძლია ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
განმსაზღვრელი, განმავითარებელი

Комментариев нет:

Отправить комментарий