გაკვეთილის გეგმა – სურათის და გრაფიკული ობიექტის ჩასმა ტექსტში
მთავარი თემა
|
ტექსტის ვიზუალური გაფორმება (სურათის და გრაფიკული ობიექტის ჩასმა ტექსტში)
|
სწავლების საფეხური
|
I საფეხური (5 კლასი)
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე (სსსმ მოსწავლე არ არის)
|
მნიშვნელობა აქტუალობა
|
ბავშვს უნდა შეეძლოს ელექტრონულ ფორმატში შექმნილი ტექსტის ვიზუალურად გალამაზება
|
მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვასახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ტექსტურ რედაქტორში ტექსტის აკრეფა და ფორმატირება.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მიმდინარე განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა მოხდება თვითონ მოსწავლეების მიერ ფარული კენჭისყრით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
პერსონალური კომპიუტერები, პროექტორი, პრინტერი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები – 3 წთ.
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ ლამაზად გაფორმებულ მისალოცებს და ავუხსნი ,რომ გაკვეთილის ბოლოს თვითონაც შეძლებენ ლამაზი მისალოცების გაკეთებას.
საუკეთესო ნამუშევრებს ამუვუბეჭდავ პრინტერის საშუალებით.–4 წთ.
პროექტორის დახმარებით ვაჩვენებ თუ როგორ შეიძლება მოვამზადოთ მისალოცი ბარათი, გავაფორმოთ სურათები გრაფიკული ობიექტების დახმარებით. მათ თვითონ უნდა მოძიონ ინტერნეტის დახმარებით, შესაბამის (სასურველი) სურათები. –
3 წთ.
გარდა იმისა რომ სურათით და გრაფიკული ობიექტით გაფორმებული ნამუშერები ლამაზია, ის გასაგებად და აღსაქმელად უფრო მარტივია, ხოლო რაც შეეხება დამახსოვრებას ვიზუალური(გრაფიკული) ინფორმაცია უფრო მეტად ამახსოვრდება ადამიანს, ვიდრე ტექსტური (ნაწერი) ინფორმაცია.
– 3წთ.
მოსწავლეები მუშაობენ ტექსტურ რედაქტორში. ამზადებენ მისალოც ბარათებს მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით გასაფორმებელ ფოტოებს, იყენებენ გრაფიკულ მასალას. –
17 წთ.
თითოეულ მოსწავლის ნამუშევარს პროექტორის საშუალებით გავუშვებ ეკრანზე და ვუკეთებ კომენტარს თითოეულ ნამუშევარს, შემდეგ ხელახლა ვაჩვენებ ნამუშევრებს და ბავშვები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, საუკეთესოს დაწერენ ფურცელზე და ჩააგდებენ ყუთში. სამ საუკეთესო ნამუშევარს ამოვუბეჭდავ ყველა მოსწავლეს. –
15 წთ.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
მოსწავლეებს რომლებსაც უკვე შეუძლიათ ტექსტის ვიზუალური გაფორმება ვავალებ შესაბამისი სურათები თვითონ მოიძიონ და ისე გააფორმონ ტექსტი.
|